ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია.
“ნაპოლიმ” რომში ”რომასთან” წააგო (0:1), ეს კი იმას ნიშნავს, რომ სერია A-ს დასრულებამდე 3 ტურით ადრე “იუვენტუსმა” მორიგი სკუდეტო მოიპოვა.
ტურინული გრანდი ზედიზედ 5-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ეს კი რეკორდის გამეორებაა – “ვეკია სენიორამ”, 1930-35 წლებში ჩემპიონატი მიჯრით 5-ჯერ მოიგო. სულ “იუვენტუსის” ანგარიშზე 32 საჩემპიონო ტიტულია, თუმცა თავად მიიჩნევენ, რომ 34-გზის ჩემპიონები არიან. შეგახსენებთ, კალჩოპოლის ცნობილი პროცესების შემდეგ “იუვენტუსს” ორი სკუდეტო ჩამოართვეს.
ამასობაში ფანტასტიურ შედეგებს აღწევს ”იუვეს” გერმანელი ლეგიონერი სამი ხედირა. თავად განსაჯეთ: ამ კაცმა მოიგო ჩემპიონთა ლიგა (რეალი, 2014), სერია ა (წუხელ), ბუნდესლიგა (შტუტგარტი – 2006/2007), ლა ლიგა (რეალი – 2011/12) და მსოფლიო ჩემპიონატი (2014).
როგორც ხედავთ, იღბლიანმა გერმანელმა ყველანაირ ტიტულებსა და მედლებს მოუყარა თვი.
