ირინა შეიკი ამჯერად ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში გამოჩნდა. მოდელი Vogue-ის ახალი ნომრისთვის პოზირებდა. ის ახალგაზრდა მოდელ მამაკაცთან ერთად ჩანს კადრში, რომელიც პოლიციელის ფორმაში იყო გამოწყობილი. თავად შეიკს კი ულამაზესი კაბა ეცვა საკრუიზო კოლექციიდან და თამამი სცენებით პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის.
გარდა ამისა, ინტერნეტში გამოჩნდა მოდელის ვიდეოც, სადაც შეიკი ცხენთან ერთად მირბის და ამ ფოტოებზე მას უკვე სხვა სამოსი აცვია. ყველა ფოტოზე შეიკი თვალისმომჭრელად გამოიყურება.
