
6 მაისს, ”ივენთ ჰოლში” ნუგზარ ერგემლიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. კონცერტი კომპოზიტორისა და შემსრულებლის რეგიონალური ტურნეს დასკვნით საღამოს წარმოადგენს.
წელს ნუგზარ ერგემლიძემ 60 წლის იუბილე სხვადასხვა რეგიონში კონცერტებით აღნიშნა. საღამო ივენთ ჰოლში 19:00 საათზე დაიწყება და ცნობილი მომღერლები 25-მდე სიმღერას შეასრულებენ. ”არ დაიდარდოსთან” საუბარში კომპოზიტორმა აღნიშნა, რომ მაყურებელს სამი პრემიერა და ძველი სიმღერების განახლებული ვერსიები ელის. ნუგზარ ერგემლიძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ დასკვნით კონცერტში მონაწილეობენ: მერაბ სეფაშვილი, ნინო ქათამაძე, ბესო კალანდაძე, სოფო ბედია, სალომე ბაკურაძე, დიმა და ზურა კობეშავიძეები, ზურა დოიჯაშვილი, ტრიო სიმი და სხვა.
