მადონამ „ინსტაგრამზე“ რარიტეტული სურათი განათავსა – ფოტოზე ის მეგობრებთან, მუსიკის ლეგენდებთან – პრინცთან და მაიკლ ჯექსონთან ერთად არის გადაღებული.
სურათზე არ არის მითითებული გადაღების თარიღი, სავარაუდოდ, ფოტო 90-იანი წლებისაა.
მადონას მიერ განთავსებულმა სურათმა „ინსტაგრამი“ „ააფეთქა“, ფოტოს უკვე 100 ათასამდე მოწონება აქვს.
