LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ესტონეთის მამაკაცთა ეროვნული გუნდის კონცერტი გაიმართება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, კონსერვატორიის დიდ დარბაზში დღეს ესტონეთის მამაკაცთა ეროვნული გუნდის კონცერტი გაიმართება. 2004 წელს, გუნდს საგუნდო მუსიკის კატეგორიაში, ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიის ჯილდო – გრემი აქვს მიღებული.

ესტონეთის მამაკაცთა ეროვნული გუნდი (RAM) საგუნდო მუსიკის ცნობილმა წარმომადგენელმა გუსტავ ერნესაქსმა 1944 წელს დააარსა. გუნდი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ხმისჩამწერ ფირმებთან, როგორიცაა „Deutsche Grammophon“, „Sony“, „Finlandia“, „Alba Records“, „GB Records“ და „Virgin Classics“.
გუნდმა ბოლო 5 წლის განმავლობაში 3 ალბომი ჩაწერა, ხოლო უკენასკნელი – „In paradisum“ ესტონური მუსიკალური პრემიის (EMA) მფლობელი გახდა. მათი რეპერტუარი მოიცავს პერიოდს რენესანსის ეპოქიდან XXI საუკუნის ჩათვლით. დღემდე გუნდს ესტონეთში და მის ფარგლებს გარეთ 6300-ზე მეტი კონცერტი აქვს გამართული.

კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება,  დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია.