![]()
პოდიუმზე და სილამაზის კონკურსების სცენებზე არა ერთხელ მდგარა, თუმცა “ცეკვავენ ვარსკვლავების” პარკეტი მისთვის ერთი დიდი სიახლეა. მოქმედი მის საქართველო და მოდელი – ნუკა ყარალაშვილი ცნობილი პროექტის შემადგენლობაში მე-6 სეზონზე გამოჩნდა. ლამაზმანის მეწყვილე რეზიკო რობაქიძეა. ცეკვის გამოცდილება აქამდე არ ჰქონია, მარამ მოდელების შესახებ შექმნილი სტერეოტიპი დაანგრია და აგერ უკვე ოთხი ტურია თავჩაუხრელად შრომობს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფან ბაზა ჰყავს, აუთსაიდერებს შორის უკვე ორჯერ მოხვდა.
