LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრიო „სიმის“ წევრი რეზო გელაშვილი გარდაიცვალა

Ardaidardo.Ge

ტრიო „სიმის“ წევრი, რეზო გელაშვილი გარდაიცვალა. მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი 26-27 აპრილს, თბილისში გაიმართება. გამოსვენება კი 28 აპრილს, 14 საათზე, სიონის საკატედრო ტაძრიდან იგეგმება.


ტრიო „სიმი“ 1988 წელს შეიქმნა. მისი წევრები ზაზა ვეფხვაძე, ზურაბ ცქიტიშვილი და რევაზ გელაშვილი იყვნენ. 1991 წელს ტრიომ პირველი ალბომი ჩაწერა, სახელწოდებით „რეტრო“, 28 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართეს კონცერტები.