LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes Benz E Class – ადვილად საცნობი მერსედესი

Mercedes Benz E Class, რომელიც 1953 წლიდან იწარმოება, ყოველთვის Mercedes-ის ყველაზე გაყიდვადი მოდელი იყო.

მისი წინამორბედების მსგავსად ახალი E–კლასიც ადვილად საცნობი მერსედესია.

უახლესი E Class სმარტფონის ”ციფრული გასაღებით” იღება. ამისათვის საკმარისია, რომ მობილური ტელეფონი კარის სახელურს მიადოთ და ავტომობილი მაშინვე გაიღება.

E-კლასი ეგრეთწოდებულ ცენტრალურ ღილაკზე უარს ამბობს და მის ნაცვლად საჭეზე ორ Touchpad-ს გვთავაზობს, რომლებიც საჭეზე ისეა განთავსებული, რომ ორივე ხელის ცერა თითი მიწვდეს.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ორი Touchpad-ის მომსახურების თითქმის ყველა ფუნქცია იმართება. ასე რომ საჭიდან ხელის აღება აღარ მოგიწევთ, რაც ავტომობილის მართვას კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის.

ამ მოდელის კიდევ ერთი ახალი აპლიკაცია ვიწრო ადგილებში დაპარკინგებასაც საკუთარ თავზე იღებს, მძღოლს კი შეუძლია, მანქანიდან გადმოვიდეს. აჩქარება და დამუხრუჭება ამ დროს ავტომატურად ხდება, საჭეს კი ავტომობილის მფლობელი სმარტფონის ეკრანიდან ატრიალებს.

გადაცემის ჩანაწერი