LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპის მეფისა და პრინცის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებენ

მიუხედავად იმისა, რომ პრინცის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღე გავიდა, სიკვდილის ოფიციალური მიზეზი მაინც გაურკვეველია. მუსიკოსის მეგობრები თვლიან, რომ მის სიკვდილში დამნაშავე ექიმები არიან. პრინცი იღებდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, რაც შესაძლოა გხდა მისი მდგომარეობის გაუარესების მიზეზი. გრემის, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი მუსიკოსის ნათესავმა, მორის ფილიპსმა განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე პრინცს 6 დღე არ სძინებია. ის 154 საათი მუშაობდა. არსებობს ინფორმაცია, რომ მუსიკოსის სიფხიზლეს სხვადასხვა მედიკამენტები იწვევდა.

აქვე მედია პარალელს ავლებს პოპის მეფესთან, მაიკლ ჯექსონთან, რომლის გარდაცვალების ამბავიც ასევე ბურუსითაა მოცული. სხვათაშორის ამ მუსიკოსებს ხშირად ადარებდნენ ნიჭითა და მასკულტურაზე გავლენის სფეროებით. ჯექსონი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა და ამის მიზეზი მისი მკურნალი ექიმია. ამ უკანასკნელმა მუსიკოსს სედატიური ინექცია დაუნიშნა, რომელიც კრიტიკული გამოდგა ისედაც დასუსტებული ორგანიზმისთვის. ფაქტია, რომ ეს ორი ისტორია ძალიან გავს ერთმანეთს.