ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში ექსტრადიციის პროცედურა დაიწყო,ამის შესახებ უკრაინელი მფრინავის ადვოკატმა და ახლობლებმა განაცხადეს. ადვოკატის თქმით, პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია და შესაძლოა, ორ თვესაც გაგრძელდეს.
„ნადია ამბობს, რომ მას დოკუმენტები მისცეს შესავსებად და ხელის მოსაწერად,“ – აღნიშნა მფრინავის დამ, ვერა სავჩენკომ.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს სავჩენკოს გაცვლის შესახებ.
