LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შორენა ბეგაშვილის შვილი საავადმყოფოდან გამოწერეს

ევა ბარბაქაძე, როგორც ჩანს, საავადმყოფოდან გამოწერეს. ამის შესახებ თავად შორენამ დაწერა “ფეისბუქზე”, სადაც სახლიდან ფოტო გამოაქვეყნა – “ჩემი გოგო სახლშია”, ამბობს ტელესახე.

კლინიკაში ევა ბარბაქაძემ ერთი თვე გაატარა. ამ დროის განმავლობაში შორენა შვილს გვერდიდან არ მოსცილებია. ტელესახემ ძვირად ღირებული “რენჯ როვერიც” გამოიტანა გასაყიდად. ცნობილია, რომ მას ფული შვილისთვის სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად სჭირდება.

შეგახსენებთ, 14 წლის ევა ბარბაქაძე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მრავალი დაზიანება მიიღო. გოგონას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

ევა თავს უკეთ გრძნობს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ სოცქსელში გააქტიურდა. მან “ინსტაგრამზე” დედისა და მის მიმართ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებული რამდენიმე ნეგატიური პოსტი გაიზიარა და დაწერა:”უკომენტაროდ”