LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უყურებენ მამაკაცები ქალის მაკიაჟს?

პაემანისთვის მზადებისას, ქალთა უმრავლესობა მაკიაჟს პრინციპით ”რაც უფრო მეტი, მით უკეთესი” იკეთებს, რაც ნაკლებად გამართლებულია, რადგან გამოკითხებით დადგინდა, რომ მამაკაცებს არასდროს მოსწონთ ზედმეტად ”აჭრელებული” ქალის სახე.

სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, მამაკაცებს არა მარტო არ მოსწონთ ქალები გადაჭარბებული მაკიაჟით, არამედ ეშინიაც და ცდილობენ თავი შორს დაიჭირონ მათგან.

სექსოლოგების მტკიცებით, მამაკაცებს ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოვებული მეიქ-აფი ხიბლავთ, რადგან ამგვარი მაკიაჟი თითქმის შეუმჩნეველია, მაგრამ ეფექტურად უსვამს ხაზს ქალის ბუნებრივ ღირსებებს.

ვულგარულ მაკიჟთან ერთად, მამაკაცებს საშინლად აღიზიანებთ დიდი რაოდენობით ლაქი და გელი თმაზე, რადგან მსგავსი სტილისტური ”შედევრები” მამაკაცებში დაუბანელი თმის ასოციაციას იწვევს.

მამაკაცების 49%-ს არ მოსწონს, როცა ქალი მათი თანდასწრებით იკეთებს მაკიაჟს. 51%-ს კი – ისეთი ქალები მოსწონთ, ვინც საერთოდ უარს ამბობს მაკიაჟზე.

კითხვაზე: ”გაიცნობიდით თუ არა ვულგარულად შეღებულ ქალს?” – მამაკაცების 84%-მა უარყოფითად უპასუხა. 75%-ის აზრით კი, ისინი, ვინც აქტიურად მოიხმარს კოსმეტიკას, საერთოდ არ აინტერესებს სერიოზული ურთიერთობები.