LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Met Gala 2016 – კოსტიუმების წვეულებამ ჰოლივუდში ოსკარი დაჩრდილა (ფოტო)

კიმ კარდაშიანი, ჯეისონ სტეტჰემი, ტეილორ სვიფტი, ემა უოთსონი, ლუპიტა ნიონგო და ქლერ დეანსი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სუპერვასკვლავების, რომლებიც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში კოსტიუმების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ წვეულებას ესწრებოდნენ. The Met Gala 2016 არაფრით ჩამოუვარდებოდა ოსკარების დაჯილდოვების ცერემონიას. წითელი ხალიჩა კი თავისი ექსტრავაგანტული და ეპატაჟური ლუქით უსწრებდა ყველა აქამდე გამართულ დაჯილდოების ცერემონიას.

კოსტიუმების ინსტიტუტის 70-ე იუბილეს მთავარი თემა გახლდათ „მოდა და მანქანა: მოდა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში“. ღონისძიების მასპინძელი წელს გრემის ტრიუმფატორი მომღერალი ტეილორ სვიფტი იყო, რომელიც ბრწყინავდა ვერცხლისფერ მინი-კაბასა და მაღალყელიან ფეხსაცმელში. ღონისძიების ორგანიზატორებს შორის წელს იყვნენ იდრის ელბა, კარლ ლაგერფელდი, მიუჩა პრადა და ჯონატან აივი. საპატიო სტუმრებს შორის კი ნიკოლ კიდმანი, ალისია ვიკანდერი, მადონა, კეტი პერი, ლეიდი გაგა, უმა თურმანი, როზი ჰანინგტონ-უაითლი და სხვები.