LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფი “ვაკის პარკი” საიუბილეო ტურნეს მართავს

Ardaidardo.Ge

ჯგუფი, რომელიც ათწლეულებია სოციუმში არსებულ პრობლემებს სიმღერებით განიხილავს და როკის მიმართულებით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღვაწლმოსილი კოლექტივია, უკვე 20 წლისაა. “ვაკის პარკი” 1996 წელს შეიქმნა. ბენდმა პოპულარობა მალევე მოიპოვა. მას მერე, რაც მათი პირველი სტუდიური ალბომი “მე და შენ – ორნი” დღის სინათლეზე 97 წელს გამოვიდა, სუფთად თბილისური დასახელებით და უნიკალური სტილით, ეს უკანასკნელი ქართველი მელომანების მეხსიერებაში დიდი ხნით ჩაეწერა.


დღესაც კი, 20 წლიანი არსებობის შემდეგ, ვაკის პარკს არა ერთი აქტიური მსმენელი ჰყავს. სწორედ აქედან გამომდინარეობს ბენდის უახლოესი გეგმები. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, “ვაკის პარკი” მუსიკალურ ტურნეს მართავს, რომელიც სტარტს 8 მაისს ქუთაისში აიღებს და რამდენიმე ქალაქის მოვლის შემდეგ, 22 სექტემბერს, თბილისის ივენთ ჰოლში დასრულდება.