ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას უფროსი ქალიშვილი, 17 წლის მალია 2017 წელს სწავლას ჰარვარდის უნივერსიტეტში დაიწყებს.
„პრეზიდენტი და მისის ობამა აცხადებენ, რომ მათი ქალიშვილი, მალია შემოდგომიდან ჰარვარდის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას. იქამდე ის ერთწლიან დასვენებას ამჯობინებს“, – ნათქვამია პრეზიდეტნის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ბევრი ამერიკელი სტუდენტი სწავლის დაწყებამდე არდადეგებს იღებს და ცდილობს თავისუფალი დრო საყვარელ საქმიანობას დაუთმოს. აქვე ცნობილია, რომ ბარაკ ობამა საპეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ვაშინგტონში დარჩება.

