ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ორდღიანი გასტროლით ბათუმს ეწვევა.
9 და 10 მაისს 20:00 საათზე, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე წარმოდგენილი იქნება დიმიტრი ხვთისიაშვილის მიერ დადგმული მონო სპექტაკლი „ღამე და თუთიყუში“. პიესის ავტორია თამაზ ბაძაღუა. მთავარ როლში ნიკოლოზ ფაიქრიძე.
სპექტაკლში გამოყენებულია მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის ესკიზები, ნუგზარ შიუკაშვილისა და ნიკა ფაიქრიძის ლექსები. სპექტაკლი მუსიკალურად ალექსანდრა ლორთქიფანიძემ გააფორმა.
მონო სპექტაკლი ეძღვნება მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნას.

