პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწინების 5 წლის იუბილეს მიეძღვნება ბრიტანული Vogue-ის ახალი ნომერი. ქეით მილდტონი კი, პირველად გამოჩნდება პოპულარული გამოცემის გარეკანზე. კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოჩნდა ჟურნალის გარეკანის ფოტო და ასევე კადრები გადაღებებიდან. ყველა ფოტო და მიდლტონის ინტერვიუ Vogue-ის ივნისის ნომერში დაიბეჭდება.
ფოტოებზე აქცენტი ქეითის ბუნებრივ სილამაზეზე კეთდება. ორ ფოტოზე ის კლასიკურ პიჯაკსა და შლაპაშია გადაღებული, ხოლო მესამე ფოტოზე, ზოლიან ბლუზსა და შავ შარვალში. ეს ფოტოსესია ასევე გამოფენასაც ეძღვნება სახელწოდებით Vogue 100: A Century of Style, რომელიც ლონდონში 1 მაისს გაიხსნა.
