ყველას გვქონია ცხოვრებაში მომენტი, როდესაც ძალიან მოგვდომებია, წავსულიყავით შორს ისეთ ადგილას, რომელიც არა რეალურ ცხოვრებას, არამედ – ზღაპრულ სამყაროს ჰგავს და ამქვეყნიურს ყველაფერს დაგვავიწყებს.
Bored Panda რამდენიმე ასეთი ადგილის ფოტოს გვთავაზობს. სოფლები და ქალაქები, რომლებიც ძნელად დასაჯერებელია, რომ რეალურად არსებობს. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როდესაც სადმე გაქცევა მოგინდებათ, თუ – რა თქმა უნდა, საკუთარი ბიუჯეტი საშუალებას გაძლევთ, იყიდეთ თვითმფრინავის ბილეთი და გაემგზავრეთ ამ ზღაპრულ ადგილებში, რათა შეძლოთ, სანუკვარი ოცნება აისრულოთ და ზღაპარში იცხოვროთ, თუნდაც რამდენიმე დღე.
პატარა ქალაქი პროვანსში, საფრანგეთში
ბაიბური, დიდი ბრიტანეთი
როტენბურგი, გერმანია
ჰალშტატი, ავსტრია
მანაროლა, იტალია
გოკაიამა, იაპონია
ჰამნოი, ნორვეგია
მეთევზეების მიტოვებული სოფელი, შენგსი, ჩინეთი
რენდოლსეტრა, ნორვეგია
შირაკავა, იაპონია










