LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭკვიანი საათი თქვენი პატარებისთვის

კომპანია Xiaomi მორიგ მოწყობილობა წარმოადგინა. ამჯერად კომპანიის ინჟინერებმა საბავშვო აუდიტორიაზე იზრუნეს.

Xiaomi Mi Bunny – ასე ჰქვია ჭკვიან საათს, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

მოწყობილობა თქვენი პატარას უსაფრთხოებაზე იზრუნებს. გაჯეტის GPS-სა და GLONASS-ის საშუალებით, მას შემდეგ, რაც ბავშვი განსაზღვრულ ზონას დატოვებს, უფროსებს შეტყობინება მისდით. საათს აქვს ასევე ღილაკი SOS, რომლის დაჭერის დროსაც უფროსები  დახმარების შესახებ სიგნალს მიიღებენ. ამ ყველაფრის გარდა კი, სიახლე ტელეფონის როლსაც ასრულებს, მისი ბატარეა კი 6 დღიან ავტონომიურ მუშაობას განაპირობებს.

სიახლე 50 დოლარი ღირს.

 i_e3ef6205