ქობულეთში მოსახლეობა მოითხოვს, მამაკაცი, რომელსაც პედოფილიაში ადანაშაულებენ, დაისაჯოს. მათი მტკიცებით, 65 წლამდე მამაკაცმა 11 წლის მოზარდის გაუპატიურება სცადა.
მთელი ღამის მანძილზე მეზობლები მამაკაცის სახლთან იყვნენ შეკრებილები, მათ ეზოში შეჭრაც სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა საშუალება არ მისცეს.
“საღამოს გოგო გავგზავნე მაღაზიაში პურზე. ამ არაკაცმა გააჩერა მანქანა და ეუბნება – ბიძია თვალს ასე რომ განიშნებ, ოჩხამურისკენ წამომყევი, კარგი კანფეტები იყიდება, გიყიდი, გაგაკატავებ, ფულსაც მოგცემ და დედაშენს და შენს ძმას არაფერი არ უთხრაო. ეს იყო, ალბათ, ათი დღის წინ. მას მერე ვეძებ, მაგრამ არსად ჩანს. უკვე 30 აპრილს, აჩერებს ჩემს 12 წლის ბიჭს და ეუბნება, შენს დას რატომ უკრძალავ ჩემს მანქანაში დაჯდომას და ჩემს აფთიაქში შემოსვლასო? – შენი და ჩამისვი მანქანაში, არ აუკრძალო თორემ, დედაშენს მოვკლავ ან დავაჭერინებ, შენ მოგაჭრი კისერს და შენს თავს ძაღლებს გადავუგდებო. ეგ არაკაცი, გადასახლდეს აქედან, არ გავაჩერებთ, გადავიდეს სხვაგან”, – აცხადებს მოზარდის დედა.
შსს-ს ინფორმაციით, მოკვლევა უკვე მიმდინარეობს, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში კი საქმე აღიძრება.
