LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ჩიჩუა: „რა კოშმარია, და რომ უნდა გვიხაროდეს!..“

პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში აზიარებს სიახლეს იმის შესახებ, რომ მალე თბილისის ზოოპარკი ასზე მეტ ახალ ცხოველს მიიღებს. ცხოველებს სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან ჩამოიყვანენ. მათ შორის ისეთი ცხოველებია, რომლებიც აქამდე თბილისის ზოოპარკს არასდროს ჰყოლია.

მაკა ჩიჩუა, როგორც ჩანს, ზოგადად, ცხოველების ზოოპარკში განთავსების წინააღმდეგია და წერს:

„რა კოშმარია!!! და რომ უნდა გვიხაროდეს!!! დაპატიმრებული ცხოველები… თან, შეივსებაო!!! რა დამოკიდებლებააა!!! ეჰ!“