LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს ჩაცმულობამ კონცერტზე მაყურებელი ადგილზე გაყინა (ფოტო)

Met Galas-ს კოსტიუმების წვეულებაზე ბიონსემ შეძლო და ნამდვილი ფურორი მოახდინა ოქროსფერ მბზინავ კაბაში. სულ რამდენიმე საათში წვეულებიდან კი სამხრეთ კაროლინაში გამართულ კონცერტზე გადაინაცვლა. 34 წლის მომღერალი ბრწყინავდა სასცენო ანსამბლში, რომელიც სპეციალურად მსოფლიო ტურნესთვის შეიქმნა. ვარსკვლავს შავი მინიატურული კაბა ეცვა, რომელიც უამრავი მაქმანითა და თვლით იყო გაფორმებული. ბიონსეს ის დაპრინტულ კოლჰოტთან და სპორტულ ჩექმასთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს კი დიდი შლაპა ასრულებდა, რომელიც საოცრად უხდებოდა მუსიკოსის გრძელ თმას.

მომღერლის ჩაცმულობამ და შესრულების ტექნიკამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე. მედია წერდა, რომ ბიონსემ მაყურებელი ადგილზე გაყინა.