ავტომობილი, რომელიც ლეგენდად იქცა და ყველა ეპოქის მოთხოვნებს გაუძლო – ასე ახასიათებენ ავტომოყვარულები Ford Mustang-ს, რომლის სერიული წარმოებაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის სამოციან წლებში დაიწყო.
როგორც Ford-ის გაყიდვების ანალიტიკოსები ამბობენ, მყიდველებს ყველაზე მეტად V8 ძრავით აღჭურვილი GT იზიდავს. თბილისშიც სწორედ 8 ცილინდრიანი, Fastback ძარიანი მუსტანგია წარმოდგენილი, 6 საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 5 ლიტრიანი ძრავით, რაც მის სისწრაფეზეც აისახება.
უახლესი Ford Mustang ყველა იმ ფუნქციით არის აღჭურვილი, რომლებიც თანამედროვე ავტომობილებისთვის უკვე განუყოფელია. ეს მოდელი ორზონიანი კლიმატკონტროლით, კრუიზკონტროლით, უკანა ხედვის კამერით, 8 ინჩიანი LCD მონიტორით და სენსორული ეკრანით არის აღჭურვილი.
ამას ემატება უგასაღებოდ შეღწევის სისტემა, უკანა პარკინგ სენსორები, სავარძლები კლიმატკონტროლით, სიჩქარეების მექანიკური მართვა საჭიდან და სხვა ფუნქციები.
Ford Mustang სპორტულ კუპეებს შორის ყველაზე გაყიდვადი მოდელია. ის მთელს მსოფლიოში ერთადერთია, რომელიც გასულ წელს 110 000 ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა და როგორც ჩანს პოზიციის დათმობას არც მიმდინარე წელს აპირებს.
მით უმეტეს, რომ თუ ადრე ეს ავტომობილი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ბაზრებზე იყიდებოდა, ამიერიდან ის მსოფლიოს 140 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი.
გადაცემის ჩანაწერი
