LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ტალღის“ მონაწილე საქართველოდან – გიორგი ნადიბაიძე კონკურსის, ქეთა თოფურიას და სიყვარულის შესახებ…

Ardaidardo.Ge

გიორგი ნადიბაიძე „ახალ ტალღაზე“ საქართველოს წარადგენს. „ვოისის“ გამარჯვებული ქეთა თოფურიას გუნდიდან საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან „ვოისის“ შემდეგ მალევე საერთაშორისო კონკურსის მონაწილე გახდა.


გიორგის „ტიფლისის“ ვერანდაზე შევხვდით ინტერვიუს ჩასაწერად და ფოტოების გადასაღებად.


გიორგი:

ვერ გეტყვით, ველოდებოდი თუ არა, რომ „ახალი ტალღის“ კონკურსანტი გავხდებოდი, მაგრამ შანსი მომეცა და შესაძლებლობა.  დიდი ხანი ვფიქრობდი ამ პროექტში მონაწილეობაზე, გაჩნდა საერთო იდეა, რომ წავსულიყავით დუეტად მე და მარიამ აბდუშელიშვილი. ვადების გამო, მარიამი იმ დროს ამერიკაში წავიდა, ვერ ვასწრებდით ერთად მონაწილეობას. შესაბამისად, მე მარტო გავემგზავრე შესარჩევ კონკურსზე.

ჩემთან ერთად გახლდათ პროდიუსერი ნატო დუმბაძე. შესარჩევ ტურს ესწრებოდნენ საშა რევზინი და იგორ კრუტოი კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად. საკმაოდ ძლიერი ნაკადი დამხვდა, მაგრამ ეს უფრო ღია ტიპის კასტინგი იყო. სხვა მონაწილეებიც ესწრებოდნენ მოსმენას.


შესარჩევზე შევასრულე ლაიონელ რიჩის „Hello“ და გია ყანჩელის „ჰერიო, ბიჭებო“. მეორე დღე იყო გადამწყვეტი და სწორედ იმ დღეს გვითხრეს, რომ მონაწილეობას მივიღებდი. კიდევ ერთი გოგონაა, ის მოსკოვში ცხოვრობს და ასევე საქართველოს წარადგენს. ამაში პრობლემას ნამდვილად ვერ ვხედავ და ხელს არ მიშლის. პრაგმატულად თავდაჯერებული ვარ, საჭირო დონეზე, დადებით კონტექსტში. ცუდია, როცა იმის გჯერა, რაც არ შეგიძლია, მე კი ნამდვილად შემიძლია, სხვისი კონკურენტი ვიყო. გამიხარდა, რომ ჩვენი ქვეყნიდან ორი კონკურსანტია. იმას უფრო დავუშვებდი, არც ერთი რომ არ ყოფილიყო. არ მინდა, ხაზი გავუსვა მიზეზებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკურსი პოლიტიკას აბსოლუტურად ემიჯნება. შესაძლებელი იყო უარი, მაგრამ როგორც ხედავთ, ორი კონკურსანტი ვართ… იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)…