LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ საარჩევნო სიას 10 დღეში გაასაჯაროებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ საარჩევნო სიას დაახლოებით 10 დღეში გაასაჯაროებს. ამის შესახებ პარტიის პოლისაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც სერგო რატიანმა განაცხადა, ყველა რეგიონს საშუალება ექნება თავად წარმოადგინონ კანდიდატები.

თუ ვინ იქნებიან ნაციონალური მოძრაობის ახალი სახეები, რატიანმა ამ ეტაპზე მათი დასახელებისგან თავი შეიკავა.