გიორგი ვაშაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტში განაცხადა. ვაშაძის თქმით, ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს.
დეპუტატი პარტიის დატოვების მიზეზზეც საუბრობს – მისი თქმით, ამომრჩეველი „ნაციონალური მოძრაობისგან“ მეტ ახალ ინიციატივას ელოდა, თუმცა პარტია „დახურულ, კაბინეტურ სისტემად“ ჩამოყალიბდა და ამომრჩევლის იმედი არ გაამართლა.
