LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს სახლში ყოფნისას სტრესს

თუ სახლში მისვლისას გეწყებათ სტრესი, ღამით არ გძინავთ, გამუდმებით გაქვთ შიმშილის გრძნობა, გადახედეთ სიას, სადაც, შესაძლოა თქვენი სტრესის მიზეზი იპოვოთ.

    1.  არეულობა

ქალებს ხშირად საშილად თრგუნავს უწესრიგო სახლი, მიყრილ-მოყრილი ნივთები, ამიტომ ეცადეთ, შინ დაბრუნებისთანავე მიალაგოთ ოთახები.

  1. ტელევიზორი

თუ ჩვევად გაქვთ, ჩართოთ ტელევიზორი, რომ ფონად გესმოდეთ გადაცემების ხმა, სანამ რამეს საქმიანობთ, დროა ჩვევა შეცვალოთ. გაბმული ხმა ფონად იწვევს ნერვულ დაძაბულობას.

  1. მავნე საკვები

საკვები პირდაპირ კავშირშია სტრესის დონესთან. ჯანმრთელი პროდუქტები, რომელიც დიდი რაოდენობით ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს, ხსნის სტრესს, ხოლო არაჯანსაღი საკვები და კოფეინი – პირიქით, აღაგზნებს ნერვულ სისტემას.

  1. ფინანსური დოკუმენტები

ფული არის ძლიერი სტრესის წყარო ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცხადია, თქვენი შემოსავალი და ხარჯები კარგად უნდა გათვალოთ, თუმცა ქვითრებს და სხვა ფინანსურ დოკუმენტებს ზემოდან ნუ დატოვებთ სახლში და სჯობს, უჯრაში შეინახოთ.

  1. სარკე

სარკე არ არის სახლისთვის  საუკეთესო დეკორი. რაც უფრო დიდ ხანს ვიყურებით სარკეში, უფრო მეტად აღმოვაჩენთ საკუთარი სხეულის ან სახის ნაკლს.

  1. მუშაობა სახლში

სახლში მუშაობა ნეგატიურად აისახება ოჯახურ ცხოვრებაზე და იწვევს სტრესს. უკეთესია, მეტ ხანს გაჩერდეთ ოფისში, ვიდრე საქმე სახლში გააგრძელოთ.