თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავითოღლუმ გადადგომის შესახებ განაცხადა. ამასთან, მან მმართველი პარტიის ლიდერის პოსტიც დატოვა.
დავითოღლუს თქმით, გადაწყვიტა, აღარ დააყენოს საკუთარი კანდიდატურა პარტიის ლიდერად შემდეგ არჩევნებზე, რომელიც პარტიის ყრილობაზე 22 მაისს გაიმართება.
პრემიერის თქმით, მივიდა დასკვნამდე, რომ პარტიის ერთიანობისა და სტაბილურობისთვის უკეთესი იქნება, თუ მისი ლიდერი შეიცვლება. დავითოღლუმ აღნიშნა, რომ საკუთარ საქმიანობას ხელისუფლების სათავეში დადებითად აფასებს.
