LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთის ქალაქში ცირკიდან ბეჰემოთი გაიქცა (ვიდეო)

ესპანეთში,  ქალაქ პალოს-დე-ლა-ფრონტერას ცირკიდან  ბეჰემოთი გაიქცა. ამის შესახებ ინფორმაციას ”დეილი მეილი” ავრცელებს. როგორ მოახერხა ბეჰემოთმა ვოლიერის დატოვება უცნობია.

ქუჩებში მოსეირნე ბეჰემოთი დღის გმირი გახდა. გამვლელები მას ფოტოს და ვიდეოს უღებდნენ.  ცხოველი გაუჩინარებიდან რამდენიმე საათში მოძებნეს და ცირკში დააბრუნეს.

https://www.youtube.com/watch?v=cY7T5FYdolU