საჰაერო დარტყმის შედეგად სირიის ჩრდილოეთით ათობით ადამიანი გარდაიცვალა. როგორც უცხოური მედია სააგენტოები იუწყებიან, საჰაერო დარტყმა თურქეთის საზღვართან ახლოს განხორციელდა, სადაც დევნილთა ბანაკია განთავსებული.
გავრცელდა ფოტოებიც, რომელზეც დანგრეული ბანაკი ჩანს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ აიღო პასუხისმგებლობა საჰაერო დარტყმაზე.
