LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლეიდი გაგა ახალი თმის ფერითა და საეჭვო ნაიარევით გამოჩნდა (ფოტო)

ლეიდი გაგა ფოტოგრაფებმა ამჯერად ნიუ-იორკის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან გამოსვლის დროს გადაიღეს. 30 წლის მომღერალი დაღლილი და საკმაოდ ცუდ ხასიათზე ჩანდა, რაც ბოლო დროს იშვიათობას წარმოადგენს. ყურადღებას იქცევდა გაგას ახალი თმის ფერი. მოულოდნელად ღია ქერა თმა მომღერალმა ყავისფრად გადაიღება, ხოლო ფეხზე ჩანდა დიდი ზომის ლურჯი ლაქა, რომელიც სავარაუდოდ ნაიარევია.

მოკლე ჯინსის შორტსა და ფერად სათვალეებში ლეიდი გაგას იმიჯი არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულისგან. სამაგიეროდ სულ რამდენიმე დღის წინ ის ჩვეულ ქერა თმაში პოზირებდა დევიდ ფურნიშთან ერთად ახალი მაღაზიის გახსნაზე.