
თბილისის ბიგ-ბენდმა ქუთაისობის დღესასწაულზე კონცერტი გამართა. ბენდმა ყველასათვის ცნობილი სიმღერა „ქუთაისო ჩემო“ სპეციალურად ქალაქის დღესასწაულისთვის მოამზადა. კონცერტი ქალაქის მთავარ მოედქნზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე გაიმართა.
ბიგ ბენდი სპაციალური პროგრამით წარდგა მაყურებლის წინაშე. რეპერტუარში 25 სიმღერა შედიოდა. კონცერტს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ესწრებოდა. ქუთაისელმა მსმენელმა ძალიან თბილად მიიღო ბენდის მიერ შესრულებული ქართველი და ამერიკელი კომპოზიტორების ნაწარმოებები..
ბიგ ბენდი აგრძელებს კონცერტების სერიას თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. წელს პირველი კონცერტი 14 აპრილს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა. შემდეგი კონცერტი რომელიც საჩუქარია სტუდენტებისთვის ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში გაიმათება, 10 მაისს 15 საათზე.
