LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსუფაშვილი : ნარმანიას ვურჩევ მივიდეს საკრებულოში დეკემბრამდე

„მე მინდა ვთხოვო, ვურჩიო დავით ნარმანიას, რომ გაითვალისწინოს ბევრი რამ – თუ დეკემბრამდე ის არ მივა საკრებულოში, შესაძლოა, დეკემბრის შემდეგ საკრებულოს არ მოუნდეს მასთან შეხვედრა და არამხოლოდ საკრებულოს“, – ამის  შესახებ პარლამენტის  თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცახდა. მისი თქმით, ეს არ არის სწორი პოზიცია და

ვინც ასე ეპყრობოდა საკრებულოსა თუ პარლამენტს, „მაინცდამაინც რაიმე დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ და ამაზე საქართველოს უახლესი ისტორიაც მეტყველებს“.

დავით უსუფაშვლი  მიიჩნევს, რომ ყველა საკითხზე, ყველას უნდა ჰქონდეს პასუხი, მათ შორის, უსაფუძვლო შეკითხვებზეც უნდა შეეძლოს პასუხების გაცემა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კითხვაზე პასუხის არგაცემა ყველაზე ნოყიერი საფუძველია შემდგომი სპეკულაციებისა და ჭორებისთვის.