LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოიყვანს თუ არა ქეთა თოფურია თბილისური კონცერტისთვის თავის შვილს თბილისში

„ა სტუდიო“ საქართველოში მხოლოდ ერთი დღით ჩამოდის. ჯგუფს საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს. 10 მაისს ფილარმონიაში კონცერტის შემდეგ, იმავე საღამოს, „ა სტუდიო“ სხვა ღონისძიებაზე გაემგზავრება.

ჯგუფის წარმომადგენელს საქართველოში, ნატო დუმბაძეს კომენტარისთვის დავუკავშირდით.

ნატო:

კონცერტის მიმართ ინტერესი და მოლოდინი საკმაოდ დიდია. ვფიქრობ, ის ძალიან კარგად ჩაივლის. ჯგუფი შეასრულებს ყველა ძველ და ახალ ჰიტს. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და მეკითხება ამ ღონისძიების შესახებ. ბილეთები ჯერ კიდევ იყიდება.

ამბობენ, რომ ქეთა ბავშვის ჩამოყვანას აპირებს…

არა, ბავშვი არ ჩამოჰყავს, რადგან მხოლოდ ერთი დღით ჩამოდიან. კონცერტის ღამესვე უწევთ გაფრენა სხვა კონცერტზე.