LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის ბეჭდურ მედიას – ბრიტანეთში კიდევ ერთი გაზეთი დაიხურა

დღეს ბრიტანული გაზეთ New Day-ს ბოლო ნომერი გამოვიდა, გაზეთმა სულ 9 კვირა იარსება.

გაყიდული გაზეთების რაოდენობამ გამომცემლის იმედი არ გაამართლა. დღეში ნავარაუდევი 200 ათასი ეგზემპლარის ნაცვლად, დაახლოებით 40 ათასი იყიდებოდა.

New Day-ს რედაქტორმა ელისონ ფილიპსმა განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს, რათა გაზეთი გადაერჩინათ, თუმცა ვერ მოახერხეს.

წლის დასაწყისში კიდევ ერთმა გაზეთმა, Independent-მა შეწყვიტა ბეჭდური ვერსიის გამოცემა და მხოლოდ ონლაინ-ფორმატში დარჩა.