წარმატებული ადამიანებისთვის ძილი, ხშირად, ფუფუნებაა და მათ მხოლოდ ცოტა ხნით წათვლემის საშუალება აქვთ, არანაკლებ ხშირად კი – ზომაზე მეტ ხანს ძინავთ. ბრიტანული გამოცემები რამდენიმე ცნობილი ადამიანის ძილის უჩვეულო მანერების შესახებ წერენ :
ტომ კრუზი უზომოდ ხმამაღლა ხვრინავს, რაც სახლში სხვა ადამიანებს მშვიდად ძილის საშუალებას არ აძლევს. მსახიობმა გამოსავალს მიაგნო – სალის ბოლო ნაწილში მოაწყო პატარა ოთახი, ხმისჩამხშობი მასალით. „დეილი მეილის“ წყარო, რომელიც კრუზის სახლში იმყოფებოდა, ამბობს, რომ ოთახი პატარაა, ბნელი და კომფორტული. როდესაც კარი დახურულია, ოთახიდან ტომის ხვრინვის ხმა არ გამოდის.
უინსტონ ჩერჩილი ყოველ დღე 17 საათზე სვამდა ვისკის და 2 საათით იძინებდა. იგი ამტკიცებდა, რომ მისთვის ორსაათიანი წათვლემა საკმარისი იყო და ღამით, ფაქტობრივად, აღარ ეძინა.
მერაია ქერიმ თავი კარგად რომ იგრძნოს, 15 სთ უნდა ეძინოს დღე-ღამეში. ამასთან, საწოლის გაშემო მომღერალს 20 დამატენიანებელი მოწყობილობა აქვს ჩართული, რომ ჰაერი არ გამოშრეს.
სტივენ კინგი ძილის წინ საგულდაგულოდ იბანს ხელებს. მწერალს არ აქვს ახსნა, რატომ ანიჭებს ხელების დაბანას ლოგინში დაწოლამდე განსაკუთრებულ ყურადღებას.
ჩარლზ დიკენსს, რომელსაც ინსომნია სტანჯავდა, სახით ჩრდილოეთისკენ ეძინა, რათა მეორე დდღეს უფრო კრეატიული ყოფილიყო. ამისთვის კი მწერალს მუდამ თან ჰქონდა კომპასი.
ემინემი ძილის წინ ფანჯრის რაფაზე თუთიის ფოლგას დებს, რომ არეკლილი სინათლე ოთახში შემოვიდეს. სხვებისგან განსხვავებით, რეპერს სულ არ სჭირდება ოთახში სიბნელე ტკბილად ძილისთვის.






