– გვესაუბრეთ იმ კონცერტზე, რომელზეც ამ ბოლო პერიოდში მუშაობთ?
– 7 მაისს, 19:00 საათზე, ”შვიდკაცას” სოლო კონცერტი გაიმართება, იქნება ”გუფი ლენდი”, გიო ხუციშვილი, ნინო ქათამაძე და პიანისტი პაატა ანდრიაძე. ერთ-ერთი სიმღერისთვის აკომპანიმენტს კი თავად დავით ევგენიძე გაგვიწევს. ასევე გამოვლენ ”შვიდკაცას” სტუდიის ბავშვები. გაიმართება ახალი სიმღერის პრემიერა.
– ვინ იყო კონცერტის გამართვის იდეის ავტორი?
– კონცერტზე ჩვენი ალბომის პრეზენტაციაც იმართება, მასში სხვადასხვა კომპოზიტორის ქალაქური ჟანრის სიმღერებია შესული. სწორედ დისკს ეძღვნება კონცერტიც.
– რაზე მუშაობთ ახლა?
– ამ ბოლო დროს ძალიან დატვირთულები ვართ, ვიწვით შემოქმედებითად, ბენდთან ვმუშაობთ აქტიურად.
– ალბომზე გვესაუბრეთ…
– შესულია 21 სიმღერა, რომლებიც წლების განმავლობაში დაგვიგროვდა. არის ბევრი დუეტი და რა თქმა უნდა სოლო სიმღერები, რომლებიც კომპოზიტორებმა სპეციალურად ჩვენთვის შექმნეს.
კონცერტის მხარდამჭერია რადიო ”არ დაიდარდო”. სანამ არ ჩაივლის კონცერტი, სამომავლო გეგმებზე ვერ ვისაუბრებთ, ზაფხულში იტალიაში ვგეგმავთ სოლო კონცერტს. ახალ ალბომზეც ვაპირებთ მუშაობის დაწყებას.
– ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე?
– მას გიო და ზუკა ხუციშვილებთან ერთად ვასრულებთ, ის მაია ჯორჯაძემ რამდენიმე წლის წინ დაწერა. სიმღერა ახალ ალბომშიც არის შესული, შვიდ მაისს ”გუფი ლენდთან” ერთად კიდევ ერთხელ ავაჟღერებთ. სიმღერის სახელწოდებაა ”დაბრუნება აფხაზეთში”.
შვიდკაცა & გიო და ზუკა ხუციშვილი – დაბრუნება აფხაზეთში
გადაცემის აუდიოჩანაწერი
შვიდკაცა – ღვინის აღმართი. Live. ეძღვნება “ტრიო სიმი”-ს წევრის, რეზო გელაშვილის ხსოვნას
შვიდკაცა – წამოკრული. Live
შვიდკაცა. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
