LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე :”ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს”

“არჩევნებში მონაწილეობას, ალბათ, დამოუკიდებლად მივიღებთ, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. იგი ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით დღეს თანამოაზრეებს შეხვდა. შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს. ვაშაძის თქმით, ის ფარულ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და მისი პოლიტიკა ღია და გამჭვირვალე იქნება.

”ძალიან ბევრი ადამიანი გამოგვეხმაურა და ახლა ვიწყებთ ახალი პოლიტიკური მოძრაობის ფორმირებას. ყველას შეუძლია შემოგვიერთდეს. მთავარი პრინციპი არის, რომ ჩვენ გვჭირდება სრულიად განახლება, ახალი თაობა პოლიტიკაში. ახალი თაობა პოლიტიკაში ნიშნავს ყველა თაობის ადამიანს, ოღონდ ახალს”, – განაცხადა ვაშაძემ.