დღესდღეობით ბევრი გაჯეტი არსებობს, რომელთა უქონლობაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს იწვევს. ვიდეო და ფოტოკამერები თან დაგვაქვს მოგზაურობების დროს, სმარტფონების გარეშე ნაბიჯს არ ვადგამთ, ხოლო ტელევიზორმა გაცილებით მეტი ფუნქცია შეიძინა, ვიდრე აქამდე იყო: ის გახდა ერთგვარი პორტალი რეალურ და გამოგონილ სამყაროებს შორის.
ჟურნალი TIME შეეცადა თანამედროვე გაჯეტები გამოევლინა და 50 ყველაზე საჭირო მოწყობილობის რეიტინგი გამოაქვეყნა.
პირველ ადგილზე Apple-ის iPhone მოხვდა. ექსპერტების აზრით ეს იყო ერთგვარი რევოლუცია, როდესაც ჯერ კიდევ 2007 წელს კომპიუტერმა ადამიანის ჯიბეში გადაინაცვლა.
მეორე ადგილზე ტელევიზორი -Sony Trinitron გავიდა, რომელიც პირველად 1968 წელს კომპანია Sony-მ შექმნა.
მესამე პოზიციაზე სტივ ჯობსის კომპიუტერი Apple Macintosh, რომელიც 1984 წელს შეიქმნა.
მეოთხე ადგილზე პირველი მუსიკალური პლეერი Sony Walkman მოხვდა.
ათეულში ასევე მოხვდნენ: ფოტოაპარატი, რადიომიმღები, ვიბრომასაჟორი, Apple iPod და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 50-ე ადგილზე Google Glass გავიდა.




