ამერიკული კომპანია Blu ბევრისთვის ცნობილი არ არის, თუმცა ის უშვებს სმარტფონებს, რომლებიც საკმაოდ კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთია უკანასკნელი Energy JR.
გაჯეტს 4 დიუიმიანი ეკრანი აქვს, ბატარეა კი 72 საათიან მუშაობას უზრუნველყოფს (აქტიური გამოყენების შემთხვევაში). გადაღებას ორი კამერა უზრუნველყოფს – წინა – 0,3 და ძირითადი – 3 მეგაპიქსელიანი გარცევადობით, მოწყობილობა ანდროიდის ბაზაზე მუშაობს.
ყველაზე მიმზიდველი კი სმარტფონის ფასია და ის მხოლოდ 40 დოლარს შეადგენს.

