გაიგეთ, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რამდენად იღბლიანი იქნება ეს კვირა თქვენთვის.
ვერძი
ამ კვირაში ინტენსიურად მოგიწევთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რადგან გექნებათ კარგი შანსი გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. მოგეცემათ საშუალება პრესტიჟული პოზიცია დაიკავოთ სოციუმში. თუმცა, ყველაფერი ეს კვირის მეორე ნახევარშია მოსალოდნელი, როცა თვალშისაცემი გახდება თქვენი აქტიურობა, პირველი ნახევარი კი, ნაკლებად ეფექტური იქნება და შესაძლოა თქვენმა სიზარმაცემაც იჩინოს თავი. კვირის მეორე ნახევარი მეტად ხელსაყრელი პერიოდია ხელშეკრულებების გასაფორმებლად, შეხვედრების და მოლაპარაკებების გასამართად, წარმატებული მოგზაურობისა და შეხვედრებისთვის, საჭირო კონტაქტების დასამყარებლად და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებად. იმოქმედეთ აქტიურად და კონსტრუქციულად, რადგან წარმატების შანსები ამ პერიოდში მართლაც ძალიან მაღალი იქნება.
კურო
ახლა თქვენი დროა, რადგან მზე სწორედ კუროს ზოდიაქოს ნიშანშია. ამიტომ, მომდევნო რამდენიმე კვირა ყველაზე საინტერესო იქნება მთელი წლის განმავლობაში. ეს პერიოდი მოგიტანთ ახალ შესაძლებლობებს, რათა გააუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრება, გექნებათ შანსი ახლებურად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და უნარი. კოსმოსი კი, რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზს და საჩუქარს შემოგთავაზებთ. ზოგიერთმა თქვენგანმა შესაძლოა ახალი რომანი გააბას და ახალი სასიყვარულო პარტნიორი გაიჩინოს. ეს პერიოდი ხელს შეუწყობს თქვენი იდეების კონკრეტულ რეალიზაციას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ოცნებების ასრულებას და შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენას, რასაც აუცილებლად შეამჩნევენ თქვენი ხელმძღვანელები. კარგი დროა მოგზაურობისთვის, მათ შორის საქორწინო მოგზაურობისთვის. ასევე ნაყოფიერი პერიოდია ქორწინებისთვის.
ტყუპები
გარკვეული საინტერესო ტენდენციები ამ კვირაში აუცილებლად იქნება. თუმცა, თქვენი ენერგოტონუსი საგრძნობლად მცირდება, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით, მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს, გახსოვდეთ, რომ პერიოდულად შესაძლოა თავი იჩინონ ემოციონალურმა პრობლემებმა, ამიტომ მეტად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები და გამოიჩინეთ თავშეკავება. საქმიანი კუთხით, კვირა სასიკეთო ტენდენციებს გპირდებათ. შეძლებთ როგორც ძველი საქმეების დასრულებას, ისე ახალი პროექტების დაწყებას, ახლობლები და მეგობრები კი, მაქსიმალურ თანადგომას გამოგიცხადებენ და ხელს შეუწყობენ თქვენს წინსვლასა და წარმატებებს. ამ პერიოდში მოგეცემათ საშუალება განთავისუფლდეთ ძველი და არაფრისმომცემი კავშირებისგან და ვალდებულებებისგან, ზოგიერთი თქვენგანი კი, შეძლებს ძველი და სასურველი სასიყვარულო ურთიერთობის აღდგენას და მათ ტრანსფორმირებას.
კირჩხიბი
ამ კვირაში აუცილებლად გაფართოვდება თქვენი მსოფლმხედველობა, ზოგიერთი თქვენგანი აქტიურად ჩაებმება ახალ ურთიერთობებში, შესაძლოა აღმოჩნდეთ მეტად საინტერესო მოგზაურობის პერსპექტივის წინაშეც. განსაკუთრებით კარგი პერიოდია მათთვის, ვინც ჩართულია საგანმანათლებლო ან სამეცნიერო სფეროში, რადგან ძალიან მაღალი იქნება წარმატების მიღწევის შანსი, ზოგიერთმა შესაძლოა მიიღოს პრემია ან მოიპოვოს საზოგადოებრივი აღიარება. შეძლებთ მაღალი თანამდებობის დაკავებას სამსახურში, აშკარად გაიზრდება თქვენი ავტორიტეტი კოლეგებსა და ხელმძღვანელებს შორისაც. ეს პერიოდი აუცილებლად მოგცემთ წარმატების მიღწევის შანსს, არანაკლებ ნაყოფიერი და სასიკეთო იქნება კვირა იქნება მორალურ-ეთიკური და ინტელექტუარული განვითარების კუთხითაც.
ლომი
საკმაოდ კარგი კვირაა ფინანსური წარმატების მისაღწევად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მიიღებთ მეტად სარფიან შეთავაზებებს და აღმოჩნდებით საინტერესო და პერსპექტიული პროექტების განხორციელების წინაშე. თუმცა, ზოგიერთი წინადადება შესაძლოა არ იყოს სამართლებრივად გამართლებული, ამიტომ გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება. ამ კვირაში წარმატების მთავარი ფაქტორი კარგად დაფიქრება და გაანალიზება იქნება. ამიტომ ნებისმიერი პროექტის ჩამოყალიბებასა და რეალიზაციისას იმოქმედეთ პრინციპით ”შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ენერგოტონუსი ამ კვირაში საგრძნობლად შესუსტდება, ამიტომ ნუ გადაიტვირთებით, ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს.
ქალწული
თქვნთვის ყოველმხრივ პოზიტიური პერიოდია. მოიმატებს ენერგოტონუსი, ამიტომ გახდებით უფრო ენერგიული, აქტიური და ინიციატივიანი. სტაბილური იქნება თქვენი ემოციონალური მდგომარეობა, გაუმჯობესდება გუნება-განწყობაც. აუცილებლად გექნებათ საჩუქარი კოსმოსისგან, შეძლებთ საკუთარი ნიჭის და უნარის ახლებურად გამოვლენას, რაც დაგეხმარებათ საზოგადოებრივი აღიარების მოპოვებასა და ცხოვრებისეული წარმატების მიღწევაში. შესაძლოა ზოგიერთმა თქვენთაგანმა იმოგზაუროს ან საქმიანი ვიზიტით გაემგზავროს საზღვარგარეთ, რაც აუცილებლად შეუწყობს ხელს თქვენს თვითრეალიზაციას. მართალია, ამ კვირაში მაღალია ბიზნესსაქმიანობაში წარმატების მიღწევის, კარიერული წინსვლის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ეცდება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს თქვენი წარმატება. მოიმატებს მათი მხრიდან თქვენი მოტყუების ალბათობაც, ამიტომ იყავით ყურადღებით, დააკვირდით თქვენს პარტნიორიორებს და მათ დამოკიდებულებას თქვენს მიმართ.
სასწორი
ამ კვირაში ძირითადად პარტნიორებთან ფინანსური საკითხების გარკვევით იქნებით დაკავებული. მოგიხდებათ ძველი საქმეების დასრულება ან მათი ახლებურად ტრანსფორმირება. პოზიტიტიური ტენდენციებია მოსალოდნელი ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში, შესაძლოა აღმოჩნდეთ მეტად სასიკეთო ცვლილებების წინაშე. კარგი პერიოდია საქველმოქმედო საქმიანობისთვის და სხვათა დასახმარებლად. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აქციები თქვენი მხრიდან, რადგან სამომავლოდ ისინი აუცილებლად შემოიტანენ სასიკეთო ცვლილებებს თქვენს ცხოვრებასა და ბედ-იღბალში.
მორიელი
მთლიანობაში საკმაოდ კარგი პერიოდია. მოიმატებს თქვენი ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ემოციონალური მდგომარეობაც. საქმიან ან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ პარტნიორებისა და მეგობრებისგან, რაც აუცილებლად გამოგადგებათ, რადგან გარკვეული ფინანსური პრობლემები ამ კვირაში ჯერ კიდევ იჩენენ თავს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ კვირაში მრავალი სარფიანი პერსპექტივა გაიხსნება ბიზნესის კუთხით, შეძლებთ საინტერესო სპონსორების მოძიებას, არაა გამორიცხული, რომ საკმაოდ გავლენიანი ადამიანებიც დაინტერესდებიან თქვენი პროექტების რეალიზაციით. ამ კვირაში შეძლებთ საკუთარი მიზანსწრაფულობის გამოვლენას, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ სასიკეთო ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში.
მშვილდოსანი
საკმაოდ კარგი პერიოდია, რომელიც ხელს შეუწყობს თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებას. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, რომ საკმაოდ სერიოზული სამუშაოს გაწევა მოგიწევთ. განსაკუთრებით მაღალია წარმატების შანსი თუ ჩართული ხართ საგანმანათლებლო ან სამეცნიერო სფეროში. ამ პერიოდში მაღალია საინტერესო და პერსპექტიული წინადადებების მიღების შანსი. თუმცა, არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება, რადგან შესაძლოა დრო არ გეყოთ მათ განხორციელებაზე და დამატებითი პრობლემები შეიქმნათ მომავალში. ამიტომ, ზუსტად იმდენი იტვირთეთ, რამდენის შესრულებასაც შეძლებთ.
თხის რქა
კარგი და ჰარმონიული პერიოდია თქვენთვის. გაფართოვდება თქვენი გავლენის სფეროები, მოიმატებს მიზანსწრაფულობა, ნებისყოფა და ავტორიტეტი, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ გარკვეული საკითხების მოგვარებაში. მოგეცემათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის, საქმეების საუკეთესოდ ორგანიზების, სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების და წარმატების მიღწევის შანსი. ამ პერიოდში ზოგიერთი თქვენთაგანი შესაძლოა აღმოჩნდეს საინტერესო საქმიანი ან შემოქმედებითი პროექტების განხორციელების წინაშე. შეძლებთ იმაყოთ საკუთარი შვილებით, რომელთა წარმატება ერთგვარი სტიმული გახდება თქვენთვისაც.
მერწყული
საკმაოდ რთული პერიოდია თქვენთვის. შემცირდება ენერგოტონუსი, ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ნუ გადაიტვირთებით და ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას, მაქსიმალურად მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ნუ იჩქარებთ და ნუ იქნებით სულსწრაფი. საქმიანი კუთხით, კვირა საკმაოდ პერსექტიული იქნება, შეძლებთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას და კომფორტული სიტუაციის შექმნას, როგორც ოჯახის წევრებისთვის, ისე საკუთარი თავისთვის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მოიმატებს ფულის ხარჯვის ტენდენცია, ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ფინანსები, რათა უყაირათო ხარჯვამ მომავალში არ შეგიქმნათ დამატებითი პრობლემები.
თევზები
საკმაოდ კარგი პერიოდია თქვენთვის. გექნებათ უამრავი შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან, შეძლებთ მოგზაურობას, რაც ძალიან სასიკეთო ცვლილებებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. დახმარებას მიიღებთ მეგობრებისა და პარტნიორებისგან, მოიმატებს თქვენი იღბლიანობა, გონებამახვილობა და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენის უნარი, რაც დაგეხმარებათ სხვადასხვა საკითხების სწორად გადაწყვეტაში. საკმაოდ კარგი პერიოდია ქორწინებისთვის, ახალი და პერსპექტიული სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. იმ შემთხვევაში კი, თუ სამსახურის შეცვლას გადაწყვეთთ, შესაძლოა ძალიან პრესტიჟული სამუშაოც იშოვოთ.
გეომაგნიტური დღეები – 10, 13, 14 მაისი.
