LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

67 წლის ოზი ოსბორნმა ცოლს 22 წლით უმცროს ქალთან უღალატა

ცხოვრების 67 წლის მანძილზე ცნობილი როკერი ოზი ოსბორნი სკანდალებში უამრავჯერ გაეხვა, თუმცა არც ახლა წყდება ხმაური მის გარშემო. მუსიკოსმა რომანი გააბა თმის სტილისტთან, რომელიც მასზე 22 წლით პატარაა, ეს კი ოზის ცოლთან დაშორების მიზეზი გახდა.

მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც შერონმა ქმრის ღალატის შესახებ გაიგო, ოზი სახლიდან გააგდო. მისის ოსბორნი მომხდარის გამო შოკირებული არ ყოფილა, უბრალოდ, მას ძალიან მობეზრდა ქმრის საქციელის ატანა და გადაწყვიტა, 34 წლიანი ქორწინებისთვის წერტილი დაესვა.

თუმცა, წყვილი ერთმანეთს რამდენჯერმე დაშორდა, საბოლოოდ კი მათ ცალცალკე ცხოვრება 2013 წელს გადაწყვიტეს. მაშინ შერონმა ოზის ულტიმატუმი წაუყენა – ოჯახს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებოდა, თუ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებს შეეშვებოდა.