LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი საქართველოში ჩაის განვითარების პროექტს იწყებს

ჩინეთი საქართველოში ჩაის განვითარების პროექტს იწყებს. ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდს, Beijing Jinfenghengye Agricultural Development Co., Ltd. და Xinjiang Hualing & Trade (Group) Co. Ltd  შორის  „საქართველოს ჩაის ინდუსტრიის, ვაჭრობის, კულტურისა და ტურიზმის კომპლექს პროექტის“ შესახებ შეთანხმება გაფორმდება.

როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითრების პროექტის განხორციელებას, რომელიც, თავის მხრივ, 5 საფეხურს მოიცავს.

კერძოდ,  საქართველოში არსებული ჩაის აღდგენას, ახალი ჩაის ბაღების გაშენებას, ჩაის მოყვანისა და გადამუშავების ახალი ტექნოლიგიების დანერგვას და სხვა რიგ სამეცნიერო საქმიანობებს.

საქართველოში ჩაის პოტენციალის ათვისება ორ ქვეყანას შორის წამოწყებული „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი მიმართულებაა და მას ჩინეთის სოფლის მეურნეობის განხრით არსებული სხვადასხვა ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების გაერთიანება – „ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერების ტექნოლოგიური ინოვაციების და მეწარმეობის კავშირი“ უზრუნველყოფს.