აპრილში ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის „რუსი კიმ კარდაშიანი“ პოპულარული გახდა. 22 წლის კალინგრადელი ანასტასია კვიტკოს „ინსტაგრამზე“ ორ მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. გოგონა საკუთარი მრგვალი ფორმების წყალობით გახდა ცნობილი, სწორედ ფორმების გამო ადარებენ მას კიმ კარდაშიანს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ნასტია „ინსტაგრამის“ პოპულარობას არ დაჯერდა და გადაწყვიტა, ჰოლივუდი დაეპყრო. ნასტია საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა და სამოდელო კარიერა დაიწყო, ამასთან – ადგილობრივი ტელეშოუების გმირი გახდა.

