LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში სწავლის შემდეგ დარჩენის და მუშაობის უფლება გეძლევათ

მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებიც სწავლობენ ან კვლევას აწარმოებენ ევროპაში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლისა და ცხოვრების შესახებ ახალი წესები დადგინდა. ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით მიხედვით:

  •  სტუდენტებსა და მკვლევარებს საშუალება ექნებათ დარჩნენ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში კვლევის ან სწავლის დასრულების შემდეგ 9 თვის მანძილზე, დასაქმდნენ, ან დაიწყონ ბიზნესი. ეს საშუალებას მისცემს ევროპას, მათი უნარებისგან სარგებელი მიიღოს.
  •  სტუდენტები და მკვლევარები მარტივად შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილებას. სამომავლოდ, მათ აღარ დასჭირდებათ ვიზის აპლიკაციის ახლიდან შევსება, საკმარისი იქნება მხოლოდ შეატყობინონ ევროკავშირის წევრ ქვეყანას, სადაც ისინი აპირებენ ჩასვლას სასწავლო მიზნით (მაგალითად, ერთი გაცვლითი სემესტრი). რაც შეეხება მკვლევარებს, მათ ევროკავშირში დარჩენა მეტ ხანს შეეძლებათ.
  • მკვლევარებს საშუალება ექნებათ თან წაიყვანონ ოჯახის წევრები, თავად ოჯახის წევრებს კი ეძლევათ უფლება იმუშაონ. სტუდენტებს კი კვირაში სულ მცირე 15 საათის მუშაობა შეეძლებათ.

ახალი რეგულაციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარ  კანონმდებლობას, მაქსიმუმ, ორი წლის ვადაში უნდა დაუახლოვონ.