LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 მაისს საზეიმო ღონისძიებები დედაქალაქსა და ყველა რეგიონში გაიმართება

26 მაისს საზეიმო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

თბილისში, ბათუმში, ნოქალაქევში, ქუთაისში, იყალთოსა და ვარძიაში ერთდროულად შედგება წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია. მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. რუსთაველის გამზირზე სახელმწიფო უწყებები და კერძო კომპანიები წარმოადგენენ თემატურ გამოფენებს და სხვადასხვა სახის სანახაობას. მოეწყობა სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი და ინფორმაციული კუთხეები.

26 მაისის ღონისძიებებს დაასრულებს გალა-კონცერტი, რომელიც პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.