LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Vogue-ის სტატია – თბილისი ევროპის იდუმალი მარგალიტია

 ჟურნალი Vogue თბილისზე სტატიას აქვეყნებს და ტურისტებს საქართველოს დედაქალაქში მოგზაურობას ურჩევს. „თუ თქვენ გეგმავთ საზღვარგარეთ დასვენებას, მაშინ დაივიწყეთ მილანი და ლონდონი, ამის ნაცვლად გაემგზავრეთ საქართველოში, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს… ბოლო დროს საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება და ეს ნაწილობრივ ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას დამსახურებაა, რომელიც მოდის სახლის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი გახდა“ – აცხადებს სტატიის ავტორი.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ 5 მიზეზზე, თუ რატომ უნდა შეაჩერონ ტურისტებმა არჩევანი სწორედ საქართველოზე. ამ მიზეზებს შორის მოხვდა ქართული სამზარეულო და ტრადიციული კერძები, რომელიც ავტორის თქმით, სულ უფრო პოპულარული ხდება. კერძოდ, ავტორმა აქცენტი გააკეთა  ხინკალზე, აჭარულ ხაჭაპურზე, ასევე ქართულ ღვინოზე.

სტატიის ავტორი ძველი თბილისა და იმ შენობა-ნაგეგობებზეც წერს, რომელიც ქალაქის ამ ნაწილში ტურისტების ყურადღებას იქცევს. სტატიის თანახმად, საინტერესო ადგილია გოგირდის აბანოები, ასევე დედაქალაქში მდებარე სასტუმროები. სტატიაში ყურადღება დაეთმო ქართულ კულტურასაც, კერძოდ ბალეტს და სუხიშვილების ანსამბლს.