ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა, სირიაში ერთ-ერთ საავადმყოფოზე კონტროლი დაამყარეს და იქ მყოფები მძევლად აიყვანეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად 35-მდე პროსამთავრობო მებრძოლი და 20-ზე მეტი ისლამისტი დაიღუპა. მძევლად აყვანილი საავადმყოფოს თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
