
– როგორ ხართ, ჩვენთან იყავით საახალწლოდ, რა მოხდა მას შემდეგ?
– მოგესალმებით, ჯგუფი ”ალეგრო” ყველა თქვენს მსმენელს დიდ ბედნიერებას უსურვებს. ჩვენ მაშინ დავპირდით მსმენელს რომ ვეცდებოდით არ ვყოფილიყავით 1251 ჯგუფი. ვმუშაობთ ზაზა ხუბუკელაშვილთან, გვაქვს იდეათა გაცვლა, ერთმანეთის მხარდაჭერა.
– ახალ სიმღერაზე გვესაუბრეთ…
– არის აჭარული სიმღერა, ასევე ქართლ-კახური სიმღერა გვაქვს გამოყენებული. შრომატევადი ნაწარმოები გამოდგა. ჩაიწერა სეუ სტუდიაში, ზაზა ხუბუკელაშვილთან. მან ძალიან კარგი არანჟირება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მისთვისაც სიახლე იყო ჩვენს სიმღერაზე მუშაობა. სიმღერას ჰქვია ”საქართველო”.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– აგვისტოში უნდა დავასრულოთ ალბომი. შემდეგ ვერონაში, ფესტივალზე გავიდეთ და შევასრულოთ როგორც ქართული, ისე იტალიური სიმღერები. საქართველოშიც გვინდა ფესტივალებსა და საზეიმო ღონისძიებებში მივიღოთ მონაწილეობა. ”ალეგროში” წევრებს ფუნქციები განაწილებული გვაქვს, სამუშაო გეგმას ერთად ვამუშავებთ.
ჯგუფი ალეგრო – საქართველო
გადაცემის ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები
