LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსე მკერავებს მონურ პირობებში ამუშავებს

თავგამოდებული ფემინისტის იმიჯის მიუხედავად, ბიონსე საკუთარ საწარმოში ქალებს მონურ პირობებში ამუშავებს, ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს.

შრი-ლანკაზე მდებარე ფაბრიკაში, სადაც ბიონსეს სპორტული ხაზისთვის, „აივი პარკისთვის“ სამოსი იკერება, ახალგაზრდა, ღარიბ მკერავ ქალებს დღეში 6 დოლარს უხდიან. ისინი კვირაში 60 საათზე მეტს მუშაობენ.

22 წლის მკერავი Sun-თან საუბრისას ამბობს, რომ მისი თვიური შემოსავალი, დაახლოებით, 125 დოლარია, ამ თანხით კი თავის გატანა უჭირს. გოგონა მცირეწლოვან დასთან ერთად ქარხანასთან ახლოს მდებარე პანსიონის პატარა ოთახში ცხოვრობს.

„არ გვაქვს სამზარეულო, ან შხაპი, ერთი პატარა საძინებელია მხოლოდ. საერთო საშხაპეა შენობაში, რომელიც საზიაროა მამაკაცებისთვის და ქალებისთვის, ეს კი ბევრ ქალს აშინებს,“ – ამბობს მკერავი.

01_14234751_ffcb92_2865369a

03_14234751_7fbb51_2865360a